ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ქართული კომპანია Rento , რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა, სწორედ ამ მიმართულებას ავითარებს. კომპანია თანამედროვე მენეჯერული მიდგომებით, მყარ ღირებულებათა სისტემით, ადამიანურ რესურსებზე ფოკუსირებითა, საქართველოში ყველაზე დიდი, მრავალფეროვანი ავტოპარკითა და პროტოკოლური სატრანსპორტო მომსახურებით გამოირჩევა.
RENTO-ს თითოეული მძღოლი Rento Academy - ს მომსახურების პროტოკოლის თანახმად მოქმედებს, სპეციალურ უნიფორმაშია გამოწყობილი და კომფორტული მგზავრობისთვის ყველა საჭირო ატრიბუტს ფლობს. კომპანიაში ასევე შესაძლებელია სასურველ ენაზე მოსაუბრე მძღოლის შერჩევა, რათა სერვისის უცხოენოვან მომხმარებელს მძღოლთან კომუნიკაციისას ბარიერი არ შეექმნას. ზემოთ ხსენებულ აკადემიაში რენტო მუდმივად ატრენინგებს ყველა მძღოლს (პირველადი სამედიცინო დახმარება, ენები, ქცევის კოდექცი, უსაფრთხო მართვა და სხვა)
მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კომპანიაში მოქმედებს 24/7 ზე ქოლ-ცენტრი, მუშაობს 10 პირადი ტრანსპორტის მენეჯერი, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, შესაბამისად რენტოს სერვისის მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.
მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება RENTO-ს გუნდისა და მისი თითოეული მძღოლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანიში 200-ზე მეტი საუკეთესო მძღოლია დასაქმებული. თითოეული მათგანი სწორედ კომპანიის ღირებულებების თანხვედრის შესაბამისადაა შერჩეული. რენტო ჯგუფი 100 - ზე მეტ მაღალი და საშუალო კლასის ავტომობილს ფლობს ყველა მოცულობით კატეგორიაში (სედანი, მინივენი, კროსოვერი, მიკროავტობუსი, ავტობუსი)
„ჩვენს მრავალფეროვან აუდიტორიას სხვადასხვა სახის მომსახურებას ვუწევთ“:
* ავტომობილით მომსახურება, პროფესიონალი მძღოლის მომსახურება
* ავტომობილის გაქირავება (მძღოლის გარეშე) Car rent tbilisi
* ნებისმიერი სახის ღონისძიების სატრანსპორტო მხარდაჭერა
* სახელმწიფო უწყებების ნებისმიერი სატრანსპორტო საჭიროების გადაჭრა
* კომპანიების თანამშრომლების ტრანსპორტირება (ყოველდღიური, კორპორატიული, თიმბილდინგი თუ სხვა)
* პანდემიის პირობებში ჯგუფური თუ ინდივიდუალური ტრანსპორტირება უსაფრთხოების საერთასორისო პროტოკოლით
* ტურისტული კომპანიების მომსახურება
* სასტუმროების, რესტორნებისა და კაზინოების მომსახურება
* საქალაქთაშორისო გადაადგილება
* აეროპორტების ტრანსფერები
* ინდივიდუალური პირების მომსახურება