ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7,,ნიკო მამასახლისი" არის გურიის რეგიონალური ბრენდი, როგორც საუკეთესო განთავსების ადგილი და საუკეთესო თხრობითი ისტორია.
საოჯახო სახლს აქვს ოთხი ოთახი, ერთდროულად ცხრა ადამიანი განთავსდება. არის რესტორანი,საოჯახო მუზეუმი, საუნა, მოსასვენებელი სივრცეები: ეზოს ფანჩატური, მექსიკური ჰამაკები, გრილი, ეზოს ბუხარი. გვაქვს, ძველი სამარნე ატრიბუტიკა, საუკუნოვანი ქვევრები, სპორტული ზონა, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბიბლიოთეკა.
მამულს ააქვს სეზონური ხილის ბაღები, როგორიცაა: ვაზი, მოცვი, თხილი,ნიგოზი, ვაშლი, მსხალი, ატამი და ა.შ.
გვაქვს საავტორო ტური ,, მე ვარ გურია" სადაც გაერთიანებულია ისტორიული და თანამედროვე გურია, ღვინო, გასტრონომია და ფოლკლორი.