ობიექტის შესახებ
ჩვენი ტურისტული კომპანია დაარსდა იმისთვის, რომ მოგზაურობა გახადოს მარტივი, უსაფრთხო და შთამაგონებელი. ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ სტანდარტულ მარშრუტებს . ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ თავგადასავლებს, რომლებიც სრულად ერგება თქვენს ინტერესებს, ბიუჯეტსა და მოლოდინებს.
რატომ ირჩევენ ჩვენს კომპანიას :
სანდოობა და ხარისხი: ვთანამშრომლობთ მხოლოდ შემოწმებულ სასტუმროებთან, გიდებსა და ტრანსპორტის პროვაიდერებთან.
ინდივიდუალური მიდგომა: ყოველი ტური იგეგმება დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, რათა თქვენ მხოლოდ დასვენებაზე იფიქროთ.
24/7 მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი თქვენ გვერდითაა მოგზაურობის დაგეგმვის პირველი ეტაპიდან შინ მშვიდობით დაბრუნებამდე.
მრავალფეროვანი არჩევანი: სათავგადასავლო, კულტურული, დასასვენებელი თუ ექსკლუზიური ტურები მთელი საქრთველოს მასშტაბით.
ნდობა, პროფესიონალიზმი და მოგზაურობისადმი უსაზღვრო სიყვარული - ეს ის მთავარი ღირებულებებია, რასაც ჩვენი პროექტი ეფუძნება. ნდობა გამოგვიცხადეთ ჩვენ და გადააქციეთ თქვენი ოცნების ტური რეალობად!