Skip to content
Logo

სასტუმრო ბლუბერი ნაითს

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
თბილისის გულში, ვერაზე, ჭოველიძის 7 ნომერში, რესტორან „ლოლიტას“ ეზოში, მდებარეობს სასტუმრო Blueberry Nights – სივრცე, სადაც კომფორტი, ხელოვნება და მყუდროება ერთიანდება. ჩვენი 16 უნიკალური ნომერი სტუმრებს სთავაზობს განსაკუთრებულ გამოცდილებას: თითოეული მათგანი აღჭურვილია პროექტორითა და ვინილით. ერთ ღილაკზე დაჭერით, თქვენი ოთახი მინი კინოთეატრად გადაიქცევა, სადაც შეგიძლიათ საყვარელი ფილმებით დატკბეთ. და თუ განტვირთვა მუსიკაში გსურთ, თქვენს განკარგულებაშია გემოვნებით შერჩეული ვინილები, რომლებიც ხარისხიან ხმოვანებაში ცოცხლდებიან. Blueberry Nights-ს განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს – მყუდრო, დახვეწილი და შეუდარებლად თბილი. ეს არის ადგილი, სადაც თითოეული დეტალი ზრუნვითაა შექმნილი, რათა თქვენი დარჩენა დაუვიწყარი იყოს. გვეწვიეთ და გადაეშვით კომფორტისა და ესთეტიკის სამყაროში.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
16
ადგილების რაოდენობა
36
Option — ბარი
ბარი
Option — კაფე
კაფე