ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო და ღვინის მარანი არგე მდებარეობს კახეთში,ქალაქ თელავიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში,ულამაზეს სოფელ რუისპირში.ალაზნის ველის, კავკასიონის და ცივგომბორის მთების შუაგულში განთავსებული სასტუმროს კომპლექსი 2018 წლის მარტიდან მასპინძლობს როგორც უცხოელ, ასევე, ადგილობრივ დამსვენებლებს.
ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ 31 კომფორტულ ნომერს, ორადგილიანი, სამადგილიანი და საოჯახო განთავსებისათვის, ულამაზეს ხედებს და უგემრიელეს საუზმეს.
სასტუმრო და ღვინის მარანი არგე გთავაზობთ ტრადიციული კერძების მასტერკლასებს კახურ კუთხეში, სხვადასხვა სახის ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციებს. ღვინის ტურს საკუთარ ვენახებსა და მარანში, ასევე საცხენოსნო და კულტურულ ტურებს.
ჩვენს მყუდრო ეზოსა და რესტორან-მარანში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დააგემოვნოთ ადგილზე წარმოებული არგეს ექსკლუზიური ღვინო და ჭაჭა, ასევე ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებული უგემრიელესი კახური და ტრადიციული სამზარეულო.
კორპორატიული საღამოები,კონფერენციები და საქმიანი შეხვედრები , ქორწილები და დაბადების დღეები, რთვლის დღესასწაული და მასტერკლასები, ღვინისა და კულტურული ტურები.
არგე იდეალური ადგილია ნებისმიერი სახის ღონისძიების ჩასატარებლად. ულამაზესად დეკორირებული რესტორანი და მარანი, მყუდრო გარე სივრცეები, კახური კუთხე, ტერასა და ღია აუზი, აქ ყველაფერია სრულყოფილი გარემოსათვის.