ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო „ლივა“ მდებარეობს თბილისიში, ისტორიულ ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძარიის მთავარი შესასვლელის გვერდით — ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და გამორჩეულ ლოკაციაზე ქალაქში.
ჩვენი სასტუმროს ნომრებიდან იშლება ულამაზესი, პანორამული ხედი სამების ტაძარზე, რაც თქვენს განთავსებას განსაკუთრებულ და დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
სასტუმროს აქვს 16 კომფორტული ნომერი, სადაც შესაძლებელია ერთდროულად 35 სტუმრის განთავსება. ნომრები განთავსებულია მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე, ხოლო მეხუთე სართულზე, სახურავზე, სტუმრებს დახვდებათ ღია ტერასა — იდეალური ადგილი დილის ყავის დასალევად ან საღამოს თბილისის ხედებით დასატკბობად.
პირველ სართულზე განთავსებულია სასადილო სივრცე, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ საუზმეს შვედური მაგიდის სტილში. მრავალფეროვანი და გემრიელი საუზმის შემდეგ სტუმრებს შეუძლიათ სასურველი საკვები აიღონ და მიირთვან ტერასაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი სამების ტაძარსა და მთელ თბილისზე.
სასტუმრო „ლივა“ სტუმრებს სთავაზობს თბილ, მეგობრულ და ოჯახურ გარემოს. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის, მაქსიმალურად კომფორტულად აგრძნობინოს თავი თითოეულ სტუმარს და დაეხმაროს თბილისში და საქართველოს მასშტაბით ტურების, ტრანსფერისა თუ სხვა საჭირო სერვისების ორგანიზებაში.
ჩვენთვის მთავარი თქვენი კმაყოფილება და სასიამოვნო მოგონებებია. 💛