Skip to content
Logo

სასტუმრო მარკო პოლო გუდაური

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
სასტუმრო „მარკო პოლო გუდაური“ გუდაურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ისტორიული სასტუმროა, რომელიც 1988 წელს გაიხსნა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კურორტის განვითარებაში. სასტუმრო მდებარეობს გუდაურის გულში და პირდაპირი წვდომა აქვს სათხილამურო ტრასებთან. „მარკო პოლო გუდაური“ მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს სტუმრებს, თუმცა განსაკუთრებით აქტიურია ორ ძირითად სეზონზე- ზამთარში, როდესაც გუდაური ერთ-ერთ წამყვან სათხილამურო კურორტად იქცევა, და ზაფხულში, როდესაც რეგიონი პოპულარულია მთის ტურიზმის, ლაშქრობების, ველომარშრუტებისა და სხვადასხვა აქტივობების მოყვარულთათვის. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს, რესტორანსა და ბარს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპა და ველნეს ცენტრს, საუნებს, სატრენაჟორო დარბაზს, ბოულინგს, ბილიარდს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, ასევე საკონფერენციო სივრცეებს საქმიანი და კორპორატიული ღონისძიებებისთვის. მთების ულამაზესი ხედებით, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, „მარკო პოლო გუდაური“ იდეალური არჩევანია როგორც ინდივიდუალური და საოჯახო დასვენებისთვის, ისე ჯგუფური, კორპორატიული და სპორტული ტურებისთვის.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
123
ადგილების რაოდენობა
280
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — საუნა
საუნა
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — კაფე
კაფე
მცხეთა-მთიანეთი
გუდაური,დაბა გუდაური