ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7თელავთან ახლოს, რუისპირში გაიხსნა ახალი “სასტუმრო მეტეო კახეთი”. ადგილი, სადაც ბუნება და კომფორტი ერთიანდება.
გაშლილი ეზო, ულამაზესი ხედები და სიმშვიდე, რომელიც პირველივე წუთიდან იგრძნობა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეტეოში, სადაც იგრძნობთ სიმყუდროვეს დიდ სივრცეში.
4 ვარსკვლავიანი “სასტუმრო მეტეო კახეთი“ გთავაზობთ: სტანდარტულ, ლუქს და საოჯახო ტიპის ნომრებს ულამაზესი ხედებით, ერთი მხრიდან კავკასიონის და მეორე მხრიდან ცივ გომბორის მთის ხედებით, თქვენს განკარგულებაშია ასევე ორი ულამაზესი საცურაო აუზი და ტერასა. სტუმრებს აქ ასევე ელოდებათ თანამედროვე რესტორანი, ლაუნჯის ტიპის ბარი სახურავზე, აუზის ბარი, საკონფერენციო დარბაზი და ასევე ცალკე განთავსებული ორი ცალი საოჯახო ტიპის კოტეჯი რომელსაც აქვს მისაღები ოთახი და ორი საძინებელი.
თანამედროვე ქართული რესტორანი გთავაზობთ ქართული ტრადიციული სამზარეულოს თანამედროვე კერძებს სადაც ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ვეგეტარიანული კერძები.
და რა თქმაუნდა ჩვენი წაrმოების ღვინო, როგორც ევროპული ტრადიციული მეთოდით დაყენებული, ასევე ძველი ქართული ტრადიციების მიხედვით დაღვინებული ქვევრში. მოსავალი მიღებულია ადგილობრივად მოყვანილი ბიო ყურძნით.