Skip to content
Logo

სასტუმრო "პიანო ყვარელი"

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
პიანო ყვარელი მდებარეობს კახეთში,ქალაქ ყვარლის ცენტრში,რამოდენიმე წუთის სავალზე რეგიონის საუკეთესო ღვინის მარნებამდე და ღირსშესანიშნაობებამდე. ის განთავსებულია ისტორიულ,ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში,რომელიც უკვე სამოცდაათ წელზე მეტისაა. შენობას თითქმის ბოლომდე აქვს შენარჩუნებული ძველი,მონუმენტური სტილი და ამავე დროს აღჭურვილია თნამედროვე და კომფორტული ტექნოლოგიით. სასტუმრო მოიცავს 12 სანდარტულ,ორ ადგილიან ნომერს. სადაც ვინტაჟური ელემენტები და თანამედროვე კოფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. აქედან 2 ნომერი არის twin კატეგორიის,10 -Double. ჯამში სასტუმრო გათვლილია 26 პერსონაზე. ნომრები გამოირჩევა ძველი შენობის აუთენტური სტილით და თანამედროვე ელემენტებით. სასტუმრო პიანო ყვარელი გთავაზობთ კონტინენტალურ საუზმეს,მრავალფეროვანი შვედური მაგიდით,სადაც ასევე წარმოდგენილია ადგილობრივი პროდუქტები. რესტორან „პიანო ყვარელი“ -ში დაგხვდებათ მყუდრო და დახვეწილი გარემო. ინტერიერის დიზაინში გამოყენებულია მინიმალისტური სტილი,აგურის კედლები და დიდი ფანჯრები ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს. რესტორანი გათლილია 35 პერსონაზე,იდეალურია როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის ასევე კორპორატიული საღამოებისთვის. სამზარეულო აერთიანებს ქართულ ტრადიციულ კერძებს და ევროპულ კულინარიას,რესტორანი ასევე გთვაზობთ ქართული ღვინის მრავალფეროვან არჩევანს. ბარი აღჭურვილია კომფორტული,რბილი ავეჯით,რაც შესანიშნავ გარემოს ქმნის დასვენებისთვის და განტვირთვისთვის. ბარში გთავაზობთ კლასიკურ კოქტეილებს,რომელიც მზადდება საუკეთესო ინგრედიენტებით. ასევე ქართული ღვინის მრავალფეროვან კოლექციას. ღია აუზი ჩვენთან დასვენების მნიშვნელოვანი ნაწილია,აქ დაგხვდებათ კომფორტული,მყუდრო და უსაფრთხო გარემო დასვენებისთვის. ეს სივრცე ასევე იდეალურია კერძო წვეულებისთვის და ღონისძიებისთვის.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
12
ადგილების რაოდენობა
26
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — კაფე
კაფე
Option — Pet friendly
Pet friendly
კახეთი
ყვარელი,თავისუფლების ქუჩ #4