ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს და პოლონეთის , ასევე ქართველი და პოლონელი ხალხის დაახლოება; რამოდენიმე საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება; საერთო ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და უკეთ წარმოჩენა; პოლონეთში საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია; საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია პოლონეთში.
ორგანიზაციის საქმიანობა ემსახურება საქართველოში პოლონურენოვანი გიდების და ტურ-ოპერატორების გაერთიანებას; მათი საქმიანობის ხარისხის, პირობების და მდგომარეობის გაუმჯობესებას; მათი უფლებების წარდგენას და დაცვას შესაბამის ორგანიზაციებსა და გაერთიანებებში; საქართველოს ტურისტულ სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; საქართველოს როგორც მაღალი ხარისხსის, მიმზიდველი ტურისტული მიმართულებად დამკვიდრებას.