Skip to content
Logo

უინდემ გრანდ თბილისი

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
სასტუმრო უინდემ გრანდ თბილისი საქართველოში 2019 წლის მაისიდან ოპერირებს. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დედაქალაქისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან თბილისს, მისი სახით, კიდევ ერთი მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. უინდემ გრანდ თბილისი გამოირჩევა მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიული სინთეზით. მისი არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნიდან 2 წუთის სავალზე, ხოლო აეროპორტიდან 16 კილომეტრის არის დაშორებული. სასტუმროს აქვს 9 სხვადასხვა კატეგორიის 158 ნომერი, 3 საკონფერენციო სივრცე და ღონისძიებათა დარბაზი ქალაქის მომხიბლავი პანორამული ხედებით ძველ თბილისზე, რესტორანი, აზიური ლაუნჯ ბარი და ტერასა, სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრი. 1500 კვ.მ ჰოლი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის, ხოლო სპეციალური დაკვეთით უინდემ გრანდ თბილისისათვის დამზადებული 22 მეტრიანი, უნიკალური „მშვიდობის ჭაღი“, მას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
158
ადგილების რაოდენობა
341
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — საუნა
საუნა
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — კაფე
კაფე