Skip to content
Logo

ფილ ინ ჯორჯია

შემომყვანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
პროექტი Feel In Georgia დაიწყო ორი მეგობრით, რომლებსაც აერთიანებდათ ამ ქვეყნის სიყვარული, ტურიზმში მრავალწლიანი გამოცდილება და ერთი მარტივი კითხვა: რატომ აჩვენებს ქართული ტურიზმი ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილებს, მაშინ როცა ნამდვილი ცხოვრება სულ სხვაგანაა? სწორედ ამ კითხვაზე პასუხების ძიება გახდა ჩვენი დასაწყისი. ჩვენ გავყევით გზებს, რომლებიც ტურისტულ რუკებზე არ ჩანს — მივიწყებულ ქუჩებს, მშვიდ სოფლებს, ძველ რკინიგზებს, დამალულ ეზოებს, ადამიანების ხმებს, სიმღერებსა და ისტორიებს, რომლებიც ქვეყნის ნამდვილ ხასიათს ინახავს. ასე შეიქმნა ჩვენი პირველი ალტერნატიული მარშრუტები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა იმაზე მეტ მოგზაურს იზიდავდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, საქართველო ჩვენი თვალით დაენახა და პროექტიც ბუნებრივად გაიზარდა. დღეს უკვე ვთავაზობთ როგორც კლასიკურ და აუცილებლად სანახავ მიმართულებებს, ისე განსხვავებულ, საავტორო ტურებს, რომლებიც სტუმრებს უფრო ახლოს აცნობს ადგილობრივ ყოველდღიურობას, კულტურას, გემოებსა და ტრადიციულ მუსიკას.
თბილისი
შარდენის ქუჩა 14