Skip to content
Logo

ღვინის ეზო N1

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ღვინის ეზო N1 ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტია, რომელიც აერთიანებს სამი თაობის მარანს, სახლს და ეზოს. ჩვენი მიზანია სტუმარს ვაჩვენოთ როგორია ქართული, კახური, ტრადიციული ოჯახი, გავაცნოთ ცხოვრების წესი, სუფრით, თამადით, ღვინით, ფოლკლორით, აგრო მიმართულებებით და სხვა. ,,იგრძენი თავი საკუთარ სახლში“- ეს ჩვენი დევიზია. ღვინის ეზო N1-ში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია სამი თაობის მარნის მონახულება, ქვევრიდან ორშიმოთი ღვინის ამოღება და დეგუსტაცია, სახელობითი ღვინის ჩამოსხმა, არყის გამოხდა, რთველი, ჩურჩხელის ამოვლება, პურის გამოცხობა, კულინარიული მასტერკლასები, აგრო ტურები, კულტურული ღონისძიებები და სხვა. ღვინის ეზო N 1-ში შესაძლებელია 150-მდე სტუმრის მიღება. ღვინის ეზო N1- კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ქინძმარაულის მიკრო ზონაში მდებარეობს. თბილისიდან ღვინის ეზო N1 160 კილომეტრში, ხოლო ყვარლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. საკონტაქტო პირი მაკა დუღაშვილი 557 07 84 84, თიკა დუღაშვილი 577110652 Facebook: wine yard N1. Instagram: Wine_yard_N 1

შეთავაზებები

Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
კახეთი
ახალსოფელი,4 ქუჩა