Skip to content
Logo

ღვინო ქართლისა

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ქალაქ რუსთავში მდებარე ჩვენი მცირე საოჯახო მარანი ,,ღვინო ქართლისა'' უკვე რვა წელია აერთიანებს ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვეობას. მარანში ვაყენებთ ქართლის ნატურალურ ღვინოებს საკუთარი ვენახებიდან, რომელიც გაშენებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში, მდინარე ფრონის ხეობაში. ვენახები ბიო-მეურნეობის პრინციპებით არის მოვლილი, რას ღვინოს განსაკუთრებულ სისუფთავესა და ბუნებრივობას სძენს. ღვინოებს ვაყენებთ, როგორც ქვევრში, ისე ევროპული მეთოდით. მარნის ასორტიმენტში წარმოდგენილია: თავკვერი, შავკაპიტო, პინო, ჩინებული, გორული მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ასევე ჭაჭა - კლასიკური და მუხაზე დავარგებული.

შეთავაზებები

Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
ქვემო ქართლი
რუსთავი,21-ე მიკრორაიონი №14ვ