Skip to content
Logo

ყაზბეგის კოტეჯები

კოტეჯი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
"ყაზბეგის კოტეჯები" (Kazbegi Cottages) მდებარეობს დაბა სტეფანწმინდის შესასვლელში, ცენტრალური გზიდან 400 მეტრში. "ყაზბეგის კოტეჯებში" არის 7 კოტეჯი. შესაძლებელია 21 ადამიანის განთავსება. თითოეულ კოტეჯში არის 1 საძინებელი 3 სტუმარზე გათვლილი (2 ადგილიან საწოლს + 1 ადგილიანი საწოლი, ან 3 ცალ-ცალკე 1 ადგილიანი საწოლი) და 1 სააბაზანო. ყველა კოტეჯს აქვს აივანი საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი მთის ხედებით. კოტეჯში არის ცენტრალური გათბობა, ცივი და ცხელი წყალი, უკაბელო ინტერნეტი, ფენი, სააბაზანოს და საპირფარეშოს ჰიგიენური საშუალებები, პირსახოცები, თეთრეული, წყლის მადუღარა. !(კოტეჯში არ არის ტელევიზორი, მხოლოდ სასადილოშია) ცალკე შენობაში არის სამზარეულო და სასადილო, სადაც შეგიძლიათ აღნიშნოთ და სასიამოვნოდ გაატაროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღები. ეზოში არის მაყალი, კოცონის დასანთები ადგილი, საბავშვო სივრცე, ღია კინოთეატრი, სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცეები.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
7
ადგილების რაოდენობა
21
მცხეთა-მთიანეთი
სტეფანწმინდა,კოსტავას ქუჩა 55