Skip to content
Logo

შოთა@რუსთაველი ბუტიკ სასტუმრო

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
Shota Rustaveli Boutique Hotel ორიგინალური სტილითა და კონცეფციით გამორჩეული სასტუმროა. თანამედროვე, სადა და დახევწილი დიზაინი თავიდანვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი და ხის მასალის სიჭარბე თბილ და სასიამოვნო გარემოს ქმნის და სახლის სიმყუდროვეს სძენს აქაურობას. დიზაინში აქტიურადაა გამოყენებული სხვა ნატურალური მასალებიც, როგორებიცაა ტყავი, რკინა და გრანიტი. კომფორტი და ელეგანტურობა სასტუმროს სავიზიტო ბარათია. შენობას ასიოდე ნაბიჯი აშორებს რუსთაველის გამზირს. თუმცა, სტუმრების მშვიდ დასვენებას ეს ხელს არ უშლის. გადამკვეთი პატარა ქუჩა, სადაც სასტუმრო მდებარეობს, თითქმის არასდროსაა გადატვირთული და ცენტრალური გამზირის ხმაურიც მის სიმშვიდეში იკარგება. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, აქედან ფეხით შეგიძლიათ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებისა და ძველი, საინტერესო ქუჩების მოვლა.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
55
ადგილების რაოდენობა
120
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — ბარი
ბარი
თბილისი
ტარას შევჩენკოს ქ 1