ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო ბოდბე არის პრემიუმ კლასის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს სიღნაღის შესასვლელთან, გამორჩეულ და ისტორიულად დატვირთულ ლოკაციაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ალაზნის ველზე, კავკასიონის მთებსა და ბოდბის ხეობაზე.
სასტუმრო ბოდბე სტუმრებს სთავაზობს დახვეწილი დიზაინის კომფორტულ ნომრებს, ღია და დახურულ აუზებს, სპა და გამაჯანსაღებელ სივრცეებს. ასევე, სასტუმროში განთავსებულია სხვადასხვა კონცეფციის რესტორნები, ბარები და მრავალფუნქციური ღონისძიებების სივრცეები, რომლებიც იდეალურია, როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე ქორწილებისა და სხვა ღონისძიებებისთვის.