ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ტურისტული კომპანია შპს „თრეველ2ჯი“ (Travel2.ge) ვსაქმიანობთ როგორც შემომყვანი, ასევე გამყვანი ტურიზმის მიმართულებით და მომსახურებას ვუწევთ ინდივიდუალურ მოგზაურებს, ტურისტულ ჯგუფებსა და პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებს B2B და B2C ფორმატში.
შემომყვანი ტურიზმის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ვთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას საქართველოში, ასევე ვაორგანიზებთ კომბინირებულ და რეგიონულ ტურებს თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ვგეგმავთ და ვაწყობთ მოგზაურობებს სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებით.
ჩვენი მომსახურება მოიცავს ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვასა და ორგანიზებას, სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების დაჯავშნას, აეროპორტის ტრანსფერებსა და სატრანსპორტო მომსახურებას, პროფესიონალი გიდების მომსახურებას, ასევე კულტურულ, ღვინის, გასტრონომიულ, სათავგადასავლო და სპეციალური ინტერესების ტურებს.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საიმედო და ხარისხიანი მომსახურება, მოქნილი დაგეგმვა და თითოეული მოგზაურობის სტუმრისა თუ პარტნიორი კომპანიის მოთხოვნებზე მორგება.