ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი მდებარეობს კახეთის რეგიონში. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში. ისტორიულად გამორჩეული სოფელი მუზეუმი ძველი წყაროების მიხევდით მოხსენიებულია როგორც ,,ქრისტეს საფლავის მიწა”.
ტრადიციული მეღვინეობა საქართველოში ყოველთვის ოჯახთან
ასოცირდება. ძმებმა გიორგი და გელა ხუციშვილებმა ოჯახური
ტრადიცია ბიზნესად აქციეს და მის საზღვრებს გარეთ გაიტანეს.
ოთხი თაობის წინაპრებთან ერთად სოფელში გატარებული
ბავშვობის წლები მიღებული გამოცდილება და წინაპართაგან
ნაბოძები ვაზის მოვლისადმი უდიდესი სიყვარული, საფუძვლად
დაედო დედაქალაქში წარმატებული სამსახურეობრივი კარიერის
დასრულების შემდეგ, წინაპრების დროინდელ ფუძეზე დაბრუნებას.