ობიექტის შესახებ
,,ხაოს მარანი“ დაარსდა 2013 წელს. ის მდებარეობს გურჯაანში. ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებულია საფერავის და რქაწითელის ჯიშის ვენახები. ,, ხაოს მარანის“ კადრები დაკომპლექტებულია სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლებით. კომპანია აწარმოებს როგორც კახური ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოებს , ასევე ევროპული ტიპის ღვინოებს.,,ხაოს მარანის“ სამომავლო გეგმებში შედის წარმოების გაფართოვება, ქარხნის უახლესი ტექნიკით აღჭურვა, პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნება. იგეგმება კონიაკის, ხორბლის არაყის და შუშხუნა ღვინოების ჩამოსხმა. დაგეგმილია ასევე ქარხნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა.