ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ხომლის მარანი არის წყალტუბოში დაფუძნებული საოჯახო, ბიოორგანული მარანი, რომელიც 2010 წელს დაარსდა. მისი ვენახები მდებარეობს სოფელ ოყურეშში, ხვამლის მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, სადაც მოჰყავთ უნიკალური ადგილობრივი ჯიშები, მათ შორის უსახელოური და ლეჩხუმის მწვანე (ცოლიკოური). მარანი ცნობილია ქვევრის ტრადიციული მეთოდით დამზადებული პრემიუმ ხარისხის ღვინოებით. 2016 წლიდან „ხომლის მარანი“ დასავლეთ საქართველოს პირველი სერტიფიცირებული ბიოღვინის მწარმოებელია. მისი მთავარი მიზანია ლეჩხუმის მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნება და ქართული ღვინის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია.