ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7“ჰამო მუხრანი”
სოფელ მუხრანის გულში მდებარე სასტუმრო „ჰამო მუხრანი“ სტუმრებს სთავაზობს მყუდრო დასვენების უნიკალურ გამოცდილებას.
ტრადიციული სოფლის დეტალებითა და ელემენტებით შთაგონებული ჩვენი თვრამეტნომრიანი სასტუმრო გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით, სადაც ხე, თიხა და მაღალი ხარისხის მასალები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რათა შეიქმნას კომფორტული და თბილი გარემო თითოეული სტუმრისთვის.
სასტუმროს გარე სივრცეები იდეალური ადგილია ფიზიკური და გონებრივი განტვირთვისთვის. ხეების ჩრდილქვეშ განთავსებული ჰამაკები სიმშვიდესა და დასვენებას გპირდებათ, ხოლო კულინარიის მოყვარულთათვის სპეციალურად გამოყოფილი ბარბექიუ ზონა უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, თავად მოამზადოთ კერძები და მიიღოთ კულინარიული გამოცდილება. საღამოს კი, ბუხართან ახლოს, წიგნითა და შატო მუხრანის ღვინით, სრული სიმშვიდით დატკბებით.
მათთვის, კი ვისაც სურს გაეცნოს ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებს, შატო მუხრანის ისტორიული ტური უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, იმოგზაუროთ წარსულში და გაეცნოთ შატო მუხრანის ღვინის დაყენების ხელოვნებას.
„ჰამო მუხრანი“ არის ადგილი, სადაც სიმყუდროვე და ბუნებასთან ჰარმონია დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.