ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს, საიდანაც მდინარე მტკვრისა და ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
სასტუმროდან სამიოდე კილომეტრშია სამების საკათედრო ტაძარი, ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრე, უნიკალური გოგირდის აბანოები, ულამაზესი ლეღვთახევის ჩანჩქერი და ეროვნული ბოტანიკური ბაღი.
თანამედროვე დიზაინით და მაღალი დონის მომსახურებით გამორჩეულ სასტუმროში კვების ობიექტიც ასევე განსაკუთრებულია. რესტორანი Together & Co. საუზმით, სადილითა და ვახშმით გაგიმასპინძლდებათ, ბარში კი მრავალფეროვან, უგემრიელეს, სპეციალურად „ჰილტონის“ სასტუმროებისთვის შექმნილ კოქტეილებს შემოგთავაზებენ.
Together & Co. მყუდრო ადგილია განტვირთვისა და დასვენებისთვის, მეგობრული შეხვედრისა და საქმიანი ურთიერთობისთვის, იდეებისა და ამბების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად, გემრიელი საკვებისა და სასმელების თანხლებით.
საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების მოწყობით თუ ხართ დაინტერესებული, სასტუმროში გელით ყველანაირი საჭირო ტექნიკით აღჭურვილი სამი საკონფერენციო სივრცე.
რაც ყველაზე მთავარია, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუში, დაგხვდებათ გამორჩეულად სტუმართმოყვარე გარემო, რომელსაც თითოეული სტუმარი იგრძნობს, ამაზე კი სასტუმროს პროფესიონალი გუნდი იზრუნებს -„It Matters Where You Stay! “