ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“ ვაკეში, ქალაქის ბიზნეს და კომერციული უბნის ცენტრში, კერძოდ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და ბოლო წლებში ბიზნეს ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში. ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძის პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის, 170 კომფორტული ოთახი, 8 საკონფერენციო დარბაზი და ქართულ-ევროპული რესტორანი „ანდაზი“ არის წარმოდგენილი. შენობის არქიტექტურაზე ლევან მუშკუდიანმა და ირაკლი შარაშიძემ იმუშავეს. რაც შეეხება სასტუმროს ინტერიერს, კონცეფცია კომპანია"რედიქსი"-ს დიზაინერთა ჯგუფმა და ლევან მუშკუდიანმა ერთობლივად შეიმუშავეს. "ჰილტონ გარდენ ინნ"-ში განთავსებულია თანამედროვე ქართველი არტისტის - მაია სუმბაძის ნამუშევრები.
შენობას მარცხნიდან ესაზღვრება თანამედროვე A კლასის ბიზნესცენტრი "CH64", სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციების ოფისები მდებარეობს. სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია, როგორც ბიზნეს მოგზაურებისთვის, ასევე ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის ვისაც სურს საკუთარ თავზე გამოსცადოს „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძის“ განსაკუთრებული ატმოსფერო.