Skip to content
Logo

ბადრისეულა - ჩიხიაშვილების საგვარეულო მარანი

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ბადრისეულა — ჩიხიაშვილების საგვარეულო მარანია, რომელიც დაახლოებით 60 წლის წინ აშენდა და დღეს ახალი სიცოცხლე შეიძინა მისი მესამე თაობის წარმომადგენლის, ბადრი ჩიხიაშვილის მიერ. მარანში იწურება რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო, რომელიც ჩვენი საკუთარი ვენახებიდან მოდის და ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად სტუმრებს ვმასპინძლობთ ოჯახში მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებითა და ჩვენი ოჯახის წევრების მიერ შესრულებული ქართული მრავალხმიანი სიმღერებით. ჩვენი მიზანია სტუმრებს ვაჩვენოთ ერთი ქართული ოჯახის ნამდვილი ტრადიცია და სუფრის კულტურა. „ბადრისეულა“ რესტორანი არ არის — ეს არის ემოციებით სავსე გამოცდილება, სადაც ერთიანდება ღვინო, ქართული სუფრა და ქართული მრავალხმიანობა. სტუმრებს მასპინძლობას უწევს ბადრი ჩიხიაშვილი — წარსულში ანსამბლ „რუსთავის“, ხოლო ამჟამად ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი. ბადრისეულაში შესაძლებელია 50-მდე სტუმრის მიღება. ჩვენი ობიექტი ყვარელში, თბილისიდან 150 კილომეტრში მდებარეობს.

შეთავაზებები

Option — საწნახელი
საწნახელი
Option — Pet friendly
Pet friendly
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
კახეთი
ყვარელი,ერისთავის ქ. #11