Skip to content
Logo

ბირთვისის მეღვინეობა

ღვინის მარანი

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

ბირთვისის მეღვინეობა წარმოადგენს თანამედროვე და ტრადიციული მეღვინეობის ახალ კონცეფციას, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლში, ღვინის 8000-წლიანი ისტორიის მქონე ტერიტორიაზე და ბირთვისის ბუნების ძეგლის მიმდებარედ. მარანის მშენებლობის დროს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მრავალი არტეფაქტი (ქვევრებისა და თიხის ჭურჭლის ნაშთები). მარანი აშენდა 2023-2024 წლებში, ჩვენი ეკოკონცეპტუალური მიდგომებით, თანამედროვე და ტრადიციული მასალებისა და სამშენებლო ტექნოლოგიების (ნამჯისა და დატკეპნილი მიწის) გამოყენებით. ეს განსაზღვრავს მარნის ენერგოეფექტურ და მდგრად ფუნქციას და ამავდროულად ინტერიერის დიზაინის ელემენტს. მარნის ყველა დეტალი და ინვენტარი უშუალოდ ჩვენს მიერ არის შექმნილი. ღვინის დასაყენებლად და შესანახად სპეციალურად ჩენთვის დამზადდა სხვადასხვა ზომის ქვევრები, რომელთა საერთო ტევადობა 8 ტონას შეადგენს. მარანი ასევე აღჭურვილია თანამედროვე მეღვინეობის სრული ციკლის მართვისთვის საჭირო ინვენტარით, რაც საშუალებას იძლევა წარმოიქმნას ნატურალური, პრემიუმ ხარისხის ღვინოები. მარანში ყოველწლიურად ყენდება საერთაშორისო ბიოსერტიფიცირებული ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის დაგემოვნებაც ულამაზესი ხედების ფონზეა შესაძლებელი როგორც შიდა სადეგუსტაციო ისე გარე სივრცეში. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კი მცირე მიწის ნაკვეთზე ტერასულად გავაშენეთ და აღვადგინეთ ადგილობრივი გადაშენებული ვაზის ჯიში "ქციის თეთრი", რაც მომავალშიც გაგრძელდება;

შეთავაზებები

Option — Pet friendly
Pet friendly
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
Option — საწნახელი
საწნახელი
ქვემო ქართლი
ტბისი,ბირთვისის კანიონის ბილიკი