ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7გამარჯობა,
გვსურს შემოგთავაზოთ სტუმრობისა და ტრადიციული კახური გამოცდილების პროგრამა Gigo Papa’s Marani-ში, ყვარელში.
ჩვენი მარანი მე-18 საუკუნიდან მოდის და წარმოადგენს საოჯახო ღვინის ტრადიციის ნაწილს. ვაწარმოებთ ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს და სტუმრებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, ადგილზე გაეცნონ კახურ ღვინოს, სამზარეულოსა და ოჯახურ ტრადიციებს.
სტუმრებს ვთავაზობთ:
1. ღვინის დეგუსტაცია
დეგუსტაციაში შედის სამი სახეობის ღვინო: ქვევრის საფერავი, ქვევრის რქაწითელი და როზე. ასევე ჭაჭის არაყი და ჩურჩხელის დაფა.
2.რთველი
მარანს აქვს საკუთარი ვენახი — როგორც მარნის წინ, ეზოში, ასევე მარნიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე. სტუმრებს ვთავაზობთ კახურ რთველში მონაწილეობას, ყურძნის კრეფას და ტრადიციულად 4.5-მეტრიან საწნახელში ყურძნის დაწურვას.
3.კულინარიული მასტერკლასები
სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტრადიციულ მასტერკლასში: თონეში პურის ცხობა, მწვადის შეწვა, ჩურჩხელის ამოვლება, ხაჭაპურის გამოცხობა და ხინკლის მოხვევა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ჭაჭის გამოხდის პროცესის დაგეგმვაც.
4.სარესტორნო მომსახურება
გვაქვს 40 პერსონაზე გათვლილი დახურული სარესტორნო სივრცე, ასევე გარე სივრცე. სტუმრებს ვთავაზობთ ოჯახური წესით მომზადებულ ტრადიციულ კახურ კერძებს, ადგილობრივ ღვინოსა და მყუდრო გარემოს.