Skip to content
Logo

გიორგი ბარისაშვილის მარანი

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
გიორგი ბარისაშვილის მარანი მდებარეობს ქალაქ მცხეთაში, არსუკიძის 40 ნომერში. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს აშენებულ მარანში მოწყობილია ქართული საღვინე ჭურჭლისა და მარნის იარაღების ოჯახური მუზეუმი. იქ მისული სტუმარი გაეცნობა ქართული დოქებისა და სასმისების ნიმუშებს ძველი წელთაღრიცხვიდან ბოლო პერიოდამდე. მარანი მდებარეობს ძველი ქალაქის ისტორიულ ცენრში, სვეტიცხოვლის ტაძრის მახლობლად. დამთვალიერებელს საშუალება აქვს, დააგემოვნოს ქართული ნატურალური ღვინო, ჭაჭა და ხილის ნაყენები. ასევე გაეცნოს ოჯახური მუზეუმის ექსპონატებს და მარნის მფლობელის მიერ გამოცემულ წიგნებს ქართულ ტრადიციულ მევენახეობასა და მეღვინეობაზე. მარანში ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი დაჯავშნით. გასათვალისწინებელია, რომ მარანი დიდ ჯგუფებს ვერ იტევს.

შეთავაზებები

Option — Pet friendly
Pet friendly
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა,არსუკიძის 40