ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7თედო პაპას მარანი — ეს მხოლოდ ღვინის საწარმო არ არის. ეს არის ადგილი, სადაც დრო ჩერდება და საუკუნეების ისტორია ღვინოდ გარდაიქმნება.
მარნის სათავეები მე-18 საუკუნეში იღებს დასაბამს. სწორედ მაშინ, თავად ჩოლოყაშვილებმა, ძველი ქართული არისტოკრატიის გამოჩენილმა წარმომადგენლებმა, ჩვენი ოჯახისთვის დანერგეს ეს მიწა და მარანი. მათი ანდერძით, ეს სივრცე არამარტო ღვინის, არამედ მემკვიდრეობის შენახვის ადგილად იქცა.
დღეს თედო პაპას მარნი პატარა, ოჯახური წარმოებაა, რომელიც უძველესი ტრადიციით აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ღვინოს. სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ:ხაშმის კონტროლირებადი ზონის საფერავი – პრემიალური ხაზის ღვინო რომელიც გაჯერებულია მინერალების და ხეხილის ნოტიო ტონებით ასევე
🍇 რქაწითელი – ბებერი ვაზისგან, რომელშიც ყოველი ყლუპი მზეა, ქარია და მიწის სურნელი.
მარანი ფუნქციონირებს როგორც მინი ეთნოგრაფიული მუზეუმი: სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ უძველესი ქართული ყოფის საგნები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები, ღვინის დოქები, ძველი წარწერები და ოჯახური რელიკვიები. ყოველი ნივთი ცოცხალია – იგი მოგიყვება ამბებს დიდი სიყვარულით, შრომითა და სიწმინდით შექმნილ კულტურაზე.