ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7კაცხის კოტეჯი
განთავსების ობიექტი ''Katskhi Cottage-კაცხის კოტეჯი'' ფუნქციონირებს
აპრილის თვიდან. მდებარეობა: იმერეთი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაცხი, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ღირშესანიშნაობის, კაცხის სვეტის მიმდებარედ.
მიმართულება
მთავარი გზიდან გადაუხვევთ კაცხის სვეტისკენ და 50 მეტრში მარტივად შენიშნავთ კოტეჯს.
საძინებლები
კოტეჯი გათვლილია 5 სტუმარზე. კოტეჯში არის ორი საძინებელი: ერთი იზოლირებული (ორი ერთადგილიანი ან ერთი ორადგილანი საწოლი მოთხოვნის მიხედვით).
ასევე ანტრესორი- ღია საძინებელი (ორი ერთადგილიანი ან ერთი ორადგილანი საწოლი მოთხოვნის მიხედვით).
დამატებითი საწოლი, რომელიც შეიძლება განთავსდეს ანტრესორში ან მისაღებ ოთახში. კოტეჯის სრული ფართი არის 45+10 კვ მეტრი, 6 კვ.მ. ვერანდით. მისაღები და სრული სამზარეულო არის 23 კვ.მ., კეთილმოწყობილი აბაზანა 5 კვ.მ. ეზო 600 კვ.მ., პარკინგი.
პირობები
ჯავშნის გაუქმება უფასოდ შესაძლებელია 24 საათით ადრე რეგისტრაციამდე. გადახდა: ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორება, ქართული და უცხოური ბარათით გადახდა: ვიზა, მასტერქარდი
აქტივობები
შესაძლო აქტივობები: ჰაიკინგი, კლდეზე ცოცვა (ინსტრუქტორის დახმარებით), ცხენით გასეირნება, მდინარე კაცხურაზე პიკნიკი, მდინარე კაცხურის დაბადების ადგილის მონახულება (1600 მეტრი
კოტეჯიდან), ჩაის ფერმის სტუმრობა, ღვინის მარანი