Skip to content
Logo

ლომთაძეების მარანი

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
„ლომთაძეების მარანი ველისციხე“ წარმოადგენს მცირე მარანს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. მარანი აშენებულია XX-საუკუნის დასაწყისში, მარანში განთავსებულია 1900-1905 წლებში დამზადებული 24 ქვევრი და აგურის ორნამენტებით მოპირკეთებული საწნახელი. მარნის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ საუკუნეზე მეტია არ შეჩერებულა ტრადიციული, კახური მეთოდით ღვინის დაყენება. ოჯახს გააჩნია რქაწითელის და საფერავის ჯიშის ვენახები, რომელთა მოვლაც ხორციელდება ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით. სწორედ ნატურალური პროდუქტით მზადდება „ლომთაძეების მარნის“ ქვევრის ღვინო. მარანში განთავსებულია ოჯახის კუთვნილი ნივთები, რომლებიც ნათელს ჰფენს 19 საუკუნის მიწურულს, ქართველი შეძლებული გლეხის ყოფა-ცხოვრებას. „ლომთაძეების მარანი ველისციხე“ მოსულ ტურისტებს საშუალებას აძლევს, პირადად მიიღონ მონაწილეობა ტრადიციული კერძების მომზადებაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და კახური შოთის ცხობაში. შემოდგომაზე, ასევე შესაძლებელია რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა. მობრძანდით, რათა შეიგრძნოთ კახური სტუმრათმოყვარეობა, დააგემოვნოთ საუკეთესო ღვინო, არაყი და ტრადიციული კერძები, ასევე ისიამოვნოთ სიმღერითა და სადღეგრძელოებით. მასპინძლობას გაგიწევთ ცნობილი თამადა შოთა ლომთაძე.

შეთავაზებები

Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
კახეთი
ველისციხე,32-ე ქუჩა N5