Skip to content
Logo

მარადიული

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
მარადი ქემერტელიძის საოჯახო მარანი „მარადიული“ მდებარეობს ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევიში. მარანი შექმნილია ქართული ტრადიციული სტილის შესაბამისად და გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. აქ წარმოდგენილია ხის საწნახელი, ქვევრები და ღვინის წარმოებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ინვენტარი. მარანში იქმნება ძელშავისა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები, რომლებიც მზადდება ქვევრში დაყენების ტრადიციული მეთოდით. ვაზი გაშენებულია ზღვის დონიდან დაახლოებით 600 მეტრზე. ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად იგი პერიოდულად მდიდრდება ბიოჰუმუსით, ხოლო ვაზის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება მხოლოდ ბიოპრეპარატები. ღვინო არ გადის ფილტრაციასა და ქიმიურ დამუშავებას და წარმოადგენს ნატურალურ/ორგანულ პროდუქტს. 2017 წლიდან დღემდე „მარადიულის“ ძელშავის ღვინის ექსპორტი ხორციელდება იაპონიაში. საქართველოს ბაზარზე აღნიშნული ღვინის შეძენა შესაძლებელია 8000 მოსავალიში, ასევე სხვა ნატურალური ღვინის სპეციალიზებულ ბარ-მაღაზიებში. მარანმა, როგორც ტურისტულმა ობიექტმა, ფუნქციონირება 2016 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ მას მრავალი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს, უმეტესობა ევროპიდან, აშშ-დან, იაპონიადან და სხვა ქვეყნებიდან. სტუმრებს საშუალება აქვს ადგილზე დააგემოვნონ ძელშავისა და ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან შექმნილი ღვინოები, სხვადასხვა მეთოდით დაყენებული ჭაჭის არაყი, გაეცნონ ვაზის მოვლისა და ღვინის შექმნის ტრადიციულ მეთოდებს, მონაწიელობა მიიღონ რთველში და ღვინის შექმნის პროცესში, დააგემოვნონ იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძები.

შეთავაზებები

Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
Option — საწნახელი
საწნახელი
იმერეთი
მერჯევი,სოფელი მერჯევი II ჩიხი