ობიექტის შესახებ
მარტვილის მარანი დაფუძნდა 2012 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში. კომპანიას სოფელ თარგამეულში, 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული აქვს ოჯალეშის, ალადასტურის, ორბელური ოჯალეშის, ცოლიკოურის, ციცქას, კინძას და კრახუნას ჯიშის ვენახები.
მარტვილის მარანი ქართული ვაზის ჯიშებისგან: ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალადასტური, ცოლიკოური, კრახუნა, კუნძა, მწვანე კახური - აწარმოებს ბუნებრივ ღვინოებს, ტრადიცული ქართული მეთოდით, ქვევრებში. დღეის მდგომარეობით წელიწადში იწარმოება 14000 ბოთლი ღვინო.
ჩვენი ღვინოები ექსპორტირებულია მსოფლოს 16 ქვეყნაში: აშშ, იაპონია, დანია, საბერძნეთი, გერმანია, ავსტრალია, ტაივანი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, ინგლისი, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, ფინეთი, შვეიცარია.
მარანი მარტვილის კანიონიდან 15 კილომეტრში, სოფ თარგამეულში, მდ. ტეხურის პირას მდებერეობს. 15 კილომეტრითა დაშორებული მარანი ნოქალაქევის ციხის კომლექსიდან. მარნამდე გზა სრულად ასფალტირებულია, და მოსვლა შესაძლებელია ყველა ტიპის ტრანსპორტით.