ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7საგვარეულო მარანი დაფუძნდა 2015 წელს.მდებარეობს სოფელ
კარდენახში, გულაშვილების საგვარეულო მარნის ტერიტორიაზე,
რომელიც სათავეს იღებს 1871 წლიდან. აქვს ხიხვის, საფერავის, რქაწითელის, კახური მცვივანის, კახური მწვანის, მუსკატის, სიმონასეულის, დანახარულის, ჯიშის ყურძნით
გაშენებული ვენახები. საგვარუელო მარანს გააჩნია კეთილმოწყობილი
ტერიტორია, მინი სასტუმრო, ეთნოგრაფიული კუთხე,სადეგუსტაციო
დარბაზი, ვერანდები ხედით ალაზნის ველსა და კავკასიონზე.
საგვარეულო მარანი ტურისტებს სთავაზობს დეგუსტაციებს, ჭაჭის არყის
გამოხდას, პურის ცხობას, ჩურჩხელის დამზადებას, ქართულ კერძებს,
ქართულს სიმღერას ცოცხალი შესრულებით და ქვევრის ღვინის წარმოების
ტექნოლოგიასთან გაცნობას.