Skip to content
Logo

საირმე რეზორტ

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ისტორიულ წყაროებში საირმე XIX საუკუნიდან გვხვდება. ლეგენდის თანახმად, ძმები წითლად შეღებილი წყაროს წყლის კვალს გაჰყოლიან, რომელმაც ისინი დაჭრილ ირმამდე მიიყვანა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტერიტორია ირემთა სიუხვით გამოირჩეოდა. სახელი „საირმეც“ ასე გაჩნდა. „ჯადოსნური მიწა“ - ადგილი რომელიც თოვლით არასდროს იფარებოდა და წვიმის დროს ნიადაგი რამდენიმე წამში შრებოდა. XIX საუკუნის 90-იან წლებში მწყემსები ამ უცნაური მიწის საიდუმლოს ვერაფრით ხსნიდნენ. XX საუკუნის 20-იან წლებში გეოლოგებმა „ჯადოსნური მიწის“ ქანებში ცხელი, მინერალური წყალი აღმოაჩინეს. ასე შეიძინა უნიკალური ხასიათი საირმემ და 1930 წლიდან კურორტის სტატუსს ატარებს. კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც ამოედინება ერთი თერმული და 4 სხვადასხვა თვისების მქონე მინერალური წყალი, რომლებიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ, სარეაბილიტაციოდ და საპროფილაქტიკოდ გამოიყენება. კურორტის კომპლექსში გაერთიანებულია 3 სასტუმრო, რესტორნები, სხვადასხვა სახის აქტივობები, როგორებიცაა ზიპ ლაინი, კომპაკ სპორტინგი (სასროლეთი), ჯიპ ტური საირმის ალპურ ზონაში, ველო სერვისი, ცხენები, პარკის აქტივობები, საკურორტო პოლიკლინიკა, სპა და ველნეს ცენტრი. კურორტი წელიწადის ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დამსვენებლებს და ზრუნავს მათ კომფორტსა და სიჯანსაღეზე.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
152
ადგილების რაოდენობა
390
Option — საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზი
Option — ბარი
ბარი
Option — საცურაო აუზი
საცურაო აუზი
Option — საუნა
საუნა
Option — ფიტნეს ცენტრი
ფიტნეს ცენტრი
Option — რესტორანი
რესტორანი
Option — კაფე
კაფე
Option — Pet friendly
Pet friendly
იმერეთი
ბაღდათი,საირმე, ბაღდათის რეგიონი, საქართველი, 1000