Skip to content
Logo

საოჯახო მარანი ანა-თეო

ღვინის მარანი, ღვინის მაღაზია, ღვინის საწარმო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
საოჯახო მარანი „ანა-თეო“ წარმოადგენს მრავალწლიანი ტრადიციის მქონე ოჯახურ ბიზნესს, რომლის ფესვები 1959 წლიდან იწყება. სწორედ ამ წლიდან დაიწყო ჩვენს ოჯახში ღვინისა და ჭაჭის წარმოება — საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნითა და ქვევრის ტრადიციული მეთოდით. 1997 წლიდან საქმიანობამ კომერციული სახე მიიღო. თავდაპირველად სარეალიზაციოდ 200 ლიტრი ღვინო დავამზადეთ. მოთხოვნის ზრდასთან ერთად წარმოება წლიდან წლამდე ფართოვდებოდა და დღეს უკვე ყოველწლიურად ვაწარმოებთ 25 ტონამდე ღვინოსა და 7 ტონამდე ჭაჭას. წარმოების განვითარებასთან ერთად გაიზარდა უცხოელი ტურისტების ინტერესიც ჩვენი საოჯახო მარნის მიმართ. ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და ბოლო წლებში 5 000-მდე სტუმარს ვმასპინძლობთ. 2015 წლიდან, მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, შევქმენით საოჯახო კაფე, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ ადგილობრივ, ქობულეთურ ტრადიციულ კერძებს და ვატარებთ კულინარიულ მასტერკლასებს. 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის გავაფართოვეთ საქმიანობა და ავაშენეთ საოჯახო სასტუმრო, სადაც სტუმრებს ვთავაზობთ კეთილმოწყობილ აპარტამენტებს, მყუდრო გარემოსა და ოჯახურ მასპინძლობას. საოჯახო სასტუმროში წარმოდგენილია ორი კომფორტული აპარტამენტი. თითოეული მათგანი მოიცავს: • სტუდიოს ტიპის სამზარეულოსა და მისაღებს; • ცალკე საძინებელს; • ინდივიდუალურ სააბაზანოს. ფასები განისაზღვრება სეზონურად და შეთანხმებით. 2025 წლიდან კაფე-მარანი „ანა-თეო“ არის მზისკარი-ს წევრი. მზისკარი საქართველოს რეგიონებში ავთენტური საოჯახო ობიექტების მოძიებით ქმნის გასტრონომიულ გზამკვლევს მნიშვნელოვანი მისიით — შეინარჩუნოს ქვეყნის კულინარიული მემკვიდრეობა, მხარი დაუჭიროს რეგიონებში მცხოვრებ მეწარმეებს და გააღვივოს კულტურული მიმოცვლა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გავხდით მზისკარის ქსელის ნაწილი. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ აჭარაში ვართ პირველი ობიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მზისკარის წევრის სტატუსი. ეს აღიარება კიდევ უფრო გვაძლიერებს პასუხისმგებლობას, შევინარჩუნოთ ტრადიცია, ხარისხი და სტუმართმოყვარეობა უმაღლეს დონეზე. საოჯახო მარანი „ანა-თეო“ მრავალპროფილური სივრცეა, რომელიც აერთიანებს მარანს, კაფესა და სასტუმროს. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუმარს, ერთ სივრცეში გაეცნოს ქართულ ტრადიციებს, მევენახეობა-მეღვინეობის კულტურას, ადგილობრივ სამზარეულოსა და ოჯახურ ცხოვრებას. სტუმრებს ვთავაზობთ დაახლოებით 30-წუთიან შემეცნებით ექსკურსიას, რომლის ფარგლებში: • ვაცნობთ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას; • ვუამბობთ, როგორ და რა ინვენტარით ამზადებდნენ ღვინოსა და ჭაჭას ჩვენი წინაპრები; • ვათვალიერებინებთ როგორც ქვევრის ტრადიციულ, ისე თანამედროვე ტექნოლოგიით წარმოების პროცესს; • ვაჩვენებთ ჩამოსხმის პროცესს და მსურველებს ვაძლევთ შესაძლებლობას თავად მიიღონ მონაწილეობა; • ვაცნობთ ქვევრის დამზადების ისტორიასა და ტექნოლოგიას. ექსკურსიის დასასრულს სტუმრებს ვთავაზობთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციას. დეგუსტაციის შემდეგ სტუმრებს ვუმასპინძლდებით ადგილობრივი, აჭარული კერძებით. სურვილის შემთხვევაში ვატარებთ მასტერკლასებს აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადებაში, სადაც სტუმრები თავად მონაწილეობენ პროცესში და შემდეგ საკუთარი ხელით მომზადებულ კერძს აგემოვნებენ.

შეთავაზებები

Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — საწნახელი
საწნახელი
Option — განთავსების ობიექტი
განთავსების ობიექტი
Option — Pet friendly
Pet friendly
აჭარა
ქობულეთი,სოფელი მუხაესტატე, ქუჩა 4, ჩიხი 3, სახლი 5