Skip to content
Logo

"გოგექსი"

ტრანსპორტი

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

ტურისტული სატრანსპორტო კომპანია და პარტნიორი პლატფორმა „გოგექს“ ( GoGEx ) დაარსდა 2021 წელს და დღემდე აქტიურად ოპერირებს და აგრძელებს განვითარებას. ბაზარზე ტურიზმის ზრდა განვითარებასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნა სანდო ტრანსპორტსა და პროფესიონალ მძღოლებზე, განსაკუთრებით პოპულარული გახდა მძღოლები რომლებიც დამოუკიდებლად მართავენ ინდივიდუალურ ან მცირე ჯგუფურ ტურებს გიდს გარეშე, გოგექსი შეიქმნა სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე. დღეს გოგექსი აერთიანებს 450 ზე მეტ ტრანსპორტსა და პროფესიონალ მძღოლ (ტურლიდერს), ჩვენ ვემსახურებით შემომყვან ტურისტულ სააგენტოებს, ტურ-ოპერატორებს, და სასტუმროებს. ვეხმარებით მათ დროისა და რესურსის დაზოგვაში, ვთავაზობთ გადამოწმებულ მძღოლებს, ხარისხიან ტრანსპორტს და სრულ კოორდინაციას ტურის დაწყებიდან მის დასრულებამდე. ჩვენმა გუნდა ზუსტად იცის, რა სჭირდება სტუმარს, თითოეული ადგილი და როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი-ტურლიდერი, რომ მოგზაურობა იყოს დასამახსოვრებელი. კომპანია მუდმივად ზრუნავს მძღოლების პროფესიულ განვითარებასა და მომსახურების სტანდარტების ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია გავხადოთ ტურისტული მძღოლისა და ტრანსპორტის მომსახურება საქართველოში უფრო ორგანიზებული, სანდო და ხარისხიანი. ჩვენი საქმიანობის მთავარი კონცეფცია ეყრდნობა პრინციპს, რომ მოგზაურობა იწყება ტრანსპორტით. გოგექსი არ არის უბრალოდ სატრანსპორტო მომსახურება, ჩვენ ვქმნით სრულყოფილ სამოგზაურო გამოცდილებას, სადაც თითოეული მძღოლი წარმოადგენს ქვეყნის მასპინძელს და სტუმრის პირველ და ბოლო შთაბეჭდილებას. ამ მიზნით, კომპანია მუდმივად მუშაობს, სექტორში სტანდარტების ამაღლებაზე, კერძოდ, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან და ტურიზმის სტანდარტების კომიტეტთან, რათა დავნერგოთ მძღოლების გადამზადებისა და სერტიფიცირების ისეთი პროგრამები, რომლებიც ქართულ ტურისტულ სფეროს სრულიად ახალ, საერთაშორისო დონეზე აიყვანს.