ობიექტის შესახებ
ბაზარზე ტურიზმის ზრდასთან ერთად მოიმატა მოთხოვნამ სანდო ტრანსპორტსა და პროფესიონალ მძღოლებზე. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მძღოლები, რომლებიც დამოუკიდებლად მართავენ ინდივიდუალურ ან მცირე ჯგუფურ ტურებს, გიდის გარეშე, მაგრამ გიდის დონეზე. GoGEx შეიქმნა სწორედ ამ საჭიროებიდან.
ჩვენ ვეხმარებით ტურისტულ სააგენტოებს დროისა და რესურსის დაზოგვაში, ვთავაზობთ გადამოწმებულ მძღოლებს, ხარისხიან ტრანსპორტს და სრულ კოორდინაციას ტურის დაწყებიდან დასრულებამდე. ჩვენმა გუნდმა ზუსტად იცის, რა სჭირდება სტუმარს თითოეულ ლოკაციაზე და როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი-გიდი, რომ მოგზაურობა იყოს დასამახსოვრებელი. ამასთან, GoGEx მუდმივად ზრუნავს მძღოლების პროფესიულ განვითარებაზე და მომსახურების სტანდარტების ამაღლებაზე.
დღეს GoGEx აერთიანებს 450-ზე მეტ ტრანსპორტსა და პროფესიონალ მძღოლ-გიდს. ვემსახურებით ტურისტულ სააგენტოებს, ტუროპერატორებს, საშტუმროებს და კერძო მომხმარებლებს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში.