ობიექტის შესახებ
უფლისციხის მამული — 2019 წელს, ქართლის გულში, ისტორიულ უფლისციხესთან დაარსებული მეღვინეობაა, სადაც ქართული მეღვინეობის ტრადიციები თანამედროვე ხედვას ერწყმის. ადგილობრივი ჯიშებისგან ღვინოები მზადდება როგორც ტრადიციული ქვევრის, ისე ევროპული მეთოდით, ხოლო ცქრიალა ღვინო — კლასიკური ბოთლური მეთოდით.
მამული სტუმრებს სთავაზობს ღვინის, ადგილობრივი გასტრონომიისა და ქართლის უნიკალური გარემოს ერთიან გამოცდილებას.