Skip to content
Logo

ღვინო გორელი

ღვინის მარანი, ღვინის მაღაზია

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ღვინო გორელი“ოფიციალურად დაფუძნდა 2022 წლის 22 თებერვალს, თუმცა ჩვენი მეღვინეობის ისტორია ბევრად ადრე, 2017 წელს იწყება. სწორედ ამ წლიდან დაიწყო ღვინოების წარმოება, და დღემდე მარანში ინახება 2017 წლის მოსავლის ღვინოები, რომლებიც ჩვენი გზის დასაწყისს, შთაგონებასა და მოტივაციას ასახავს. 2022 წლიდან კომპანიამ სოფელ ქვახვრელში დაიწყო ვენახების გაშენება. შედეგად, 2025 წელს მივიღეთ პირველი მოსავალი. ამ ეტაპზე გაშენებულია 14 სხვადასხვა ჯიშის ვაზი, და ვენახების განვითარებას ეტაპობრივად ვაგრძელებთ. დღეს ჩვენს მარანში ინახება დაახლოებით 4500 ბოთლი ღვინო, წარმოებული 2017 წლიდან. აღნიშნული ღვინოები იყიდება მხოლოდ ადგილზე, რაც მათ განსაკუთრებულობასა და უნიკალურობას უსვამს ხაზს. ჩვენი მარანი 100 წელზე მეტის ისტორიის მატარებელია და მდებარეობს გორის ისტორიულ ცენტრში, სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ — ადგილას, სადაც წარსული და თანამედროვეობა ერთიანდება.

შეთავაზებები

Option — Pet friendly
Pet friendly
Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
შიდა ქართლი
გორი,გმირების #2