Skip to content
Logo

შპს „ტურისტული სააგენტო ვიზიტ ჯორჯია“

შემომყვანი

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯია“ არის შემომყვანი ლიდერი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია ათეული წლებია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს 350-ზე მეტ ტუროპერატორთან (ევროპა, იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, ლათ. ამერიკა და ა.შ) და 1000 ზე მეტ ადგილობრივ სერვისის მომწოდებელთან. მრავალფეროვანი ტურები, გამოცდილი სტაფი, მრავალ ენაზე მოსაუბრე პროფესიონალი გიდები - თითოეული ჩამოსული ტურისტისთვის საუკეთესო მოგზაურობის გარანტიაა. ვიზიტ ჯორჯია გთავაზობთ საუკეთესო სალაშქრო და კულტურულ ტურებს, ღვინისა და გასტრონომიულ მოგზაურობებს, ველოტურებსა და დამოუკიდებელ (Self-Guided) ტურებს, ასევე კომბინირებულ ტურებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ თურქეთში. ჩვენი ტურები განკუთვნილია, როგორც ინდივიდუალი ტურისტებისთვის, ისე ჯგუფებისთვის, თითოეული ტური საგულდაგულოდ იგეგმება სტუმრის ინტერესების, მოგზაურობის ხანგრძლივობისა და პრიორიტეტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს უნიკალურ და კომფორტულ მოგზაურობას. ტურის ღირებულება განისაზღვრება მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ვთავაზობთ კონცეფციასა და მათ ინტერესებზე მორგებულ ტურებს. 1999 წლიდან VisitGeorgia ყოველწლიურად მონაწილეობს 20 - ზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ვიზიტ ჯორჯია ასევე წარმატებით ოპერირებს MICE და Luxery travel-ის მიმართულებით. VisitGeorgia პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც მიღებული აქვს ევროპის მდგრადი განვითარების - “Travelife Certified” სტატუსი. 2001 წლიდან ჩვენი კომპანიის ბაზაზე ფუნქციონირებს გიდისა და ტუროპერატორის მოსამზადებელი/სასწავლო ცენტრი - „VisitGeorgia Academy“
თბილისი
4ა პავლე ინგოროყვას ქუჩა