Skip to content
Logo

შპს „ტურისტული სააგენტო ვიზიტ ჯორჯია“

შემომყვანი

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯია“ არის შემომყვანი ლიდერი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია ათეული წლებია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს 350-ზე მეტ ტუროპერატორთან (ევროპა, იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, ლათ. ამერიკა და ა.შ) და 1000 ზე მეტ ადგილობრივ სერვისის მომწოდებელთან. მრავალფეროვანი ტურები, გამოცდილი სტაფი, მრავალ ენაზე მოსაუბრე პროფესიონალი გიდები - თითოეული ჩამოსული ტურისტისთვის საუკეთესო მოგზაურობის გარანტიაა. 1999 წლიდან VisitGeorgia ყოველწლიურად მონაწილეობს 20 - ზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ვიზიტ ჯორჯია ასევე წარმატებით ოპერირებს MICE და Luxery travel-ის მიმართულებით. ვიზიტჯორჯია, პირველი ქართული კომპანიია, რომელსაც მიღებული აქვს ევროპის მდგრადი განვითარების - Travelife პარტნიორობის სტატუსი. 2001 წლიდან ჩვენი კომპანიის ბაზაზე ფუნქციონირებს გიდისა და ტუროპერატორის მოსამზადებელი/სასწავლო ცენტრი - „VisitGeorgia Academy“
თბილისი
4ა პავლე ინგოროყვას ქუჩა