Skip to content
Logo

ჩაი გეზრული

სასტუმრო სახლი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ გეზრულში, ლიხის ქედზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. 20 კილომეტრის რადიუსში გარემო არის ჯანსაღი და არ ხდება არანაირი დაბინძურება.საოჯახო სასტუმრო გარშემორტყმულია 100 წლოვანი შერეული ტყით. ლოკაციაზე კლიმატს ქმნის დასავლეთის სუბტროპიკული და აღმოსავლეთის მშრალი ჰავა, რომელიც იდელურია მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებისთვის. აგრო კომპანია ჩაი გეზრული დაარსდა 2016 წელს, რომელიც აწარმოებს 7 სახეობის ბიო ჩაის. ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში, სადაც ჩაი იზრდება. 2018-2019 წლებში კომპანიის დამფძნებელი იმყოფებოდა საგანმანათლებლო ვიზიტით ჩინეთში, სადაც შეისწავლა ჩაის ტურიზმი და ჩაის ტექნოლოგია. ასევე მონაწილეობა მიიღო ჩინეთში, ჩაის საერთასორისო ფესტივალზე, სადაც " ჩაი გეზრული"- მა თეთრი და შავი ჩაიში პირველი ადგილი და დარგის პროფესორების დიდი ყურადღება დაიმსახურა. შემდეგ დაარსა საჯახო სასტუმრო „გეზრული“ რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას : ჩაის ტური, სოკოს ტური, სათავგადასავლო ტური, გასტრო ტური, ღვინის დეგუსტაცია და ჩაის აბაზანები ქვევრში. ჩაის ტური მოიცავს სტუმართან ერთად გასეირნებას ჩაის ბაღში. ტურისტი ირჩევს ჩაის სახეობას, რომლის ტექნოლოგიური შესწავლის ინტერესიც აქვს.შემდეგ ერთად ვკრეფთ ფოთოლს და ვიწყებთ ჩაის წარმოების მასტერკლასებს. ასევე ტური მოიცავს ჩაის ცერემონიალსა და ჩაის ისტორიის მიმოხილვას. სოკოს ტური მოიცავს ტყეში გასეირნებას სოკოს შეგროვებას გამოცდილ გიდთან ერთად. შეგროვებული სოკოთი ტრადიციული კერძების მომზადებას. სეზონურად ვთავაზობთ წაბლის ტურსაც. სათავგადასავლო ტური მოიცავს გასეირნებას ველურ ასწლოვან ტყეებსა და მდინარეებზე, სადაც უხვადაა ჩანჩქერები. ასევე ტური მოიცავ კარსტრული მღვიმეების მონახულებას. გასტრო ტური მოიცავს იმერული სამზარეულოს მასტერკლასებს, ტრადიციული კერძები : ხაჭაპური, მჭადი კეცზე ბუხარში, ქოთნის ლობიო, თონის პური და სხვა. ყველა პროდუქტი, რომელსაც ვთავაზობთ სტუმარს არის სასტუმროს მიწაზე მოყვანილი, ხოლო ხორც-პტოდუქტების შეძენა ხდება ადგილობრივი მეწარმეებისგან. ყველა საკვები არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა ძლიერი არომატებით. ღვინის დეგუსტაცია ეთნოგრაფიულ მარანში, სადაც გვაქვს ბიო ყურძნებისგან დამზადებული ორი სახეობის თეთრი ციცქა და კახური მწვანე, ხოლო წითელი კი საფერავი. ღვინო არის როგორც, ქვევრში დავარგებული ასევე უჟანგავი ლითონის კასრებში. მარანში არის ავთენტური გარემო, განთავსებულია საუკუნოვანი ქვევრები და საწნახელი, რომელიც იწვევს ვიზიტორის დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
6
ადგილების რაოდენობა
14
იმერეთი
გეზრული,შუა გეზრული