ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ჯაფარიძეების მარანი წარმოადგენს მცირე საოჯახო ტიპის მარანს. წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი ტრადიციულად ამზადებდა ღვინოს, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში გადავწყვიტეთ მარნისთვის კომერციული დატვირთვა მიგვეცა, ეს გადაწყვეტილება ასევე მიგვაღებინა იმ ფაქტმაც, რომ თითქმის 8 წელია ჩემს ოჯახს აქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო და ტურისტების დიდმა მოთხოვნამ ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნებისა. შესაბამისად განვაახლეთ ინვენტარი და მარნის აღჭურვილობა.
ღვინოს ვამზადებთ რაჭული ენდემური ჯიშებისგან. გვაქვს ოთხი სახეობის ღვინო, მათ შორისაა ცოლიკაური, ალექსანდრეულ-მუჯურეთული(ხვანჭკარა), ქვევრის ცოლიკაური და როზე(შავი არაბეულისა და წულუკიძის თეთრას ნარევი).