Skip to content
Logo

სასტუმრო კმმ

სასტუმრო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
KMM არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 66 კომფორტულ ნომერს თანამედროვე დიზაინით, სრული აღჭურვილობითა და ძველი თბილისის ულამაზესი ხედებით. სასტუმროს ინტერიერი წარმოადგენს სადა, მშვიდი ფერების, თანამედროვეობის და ამავე დროს მდიდრული სტილის სინთეზს. თითოეული ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, ასევე სასტუმროს სრულ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია უფასო უკაბელო Wi-Fi ინტერნეტი. ოთახები იყოფა 4 სხვადასხვა კატეგორიად, მათ შორის პანორამა ტიპის ოთახებს აქვს ვერანდის ტიპის აივნები, საიდანაც ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედი იშლება. სასტუმრო მდებარეობს მეტეხის ქუჩის ვიწრო ჩიხში და შედგება 2 განცალკევებულად მდგომი 5-სართულიანი შენობისგან. აშენდა 2006 წელს და წარმოდგენილი იყო მხოლოდ 5 ნომრით. წლების განმავლობაში პერიოდულად მიმდინარეობდა სასტუმროს განახლებითი სამუშაოები და ასევე ემატებოდა ოთახების რაოდენობა. 2014 წლის ბოლოს სასტუმროში 50 ნომერი იყო, ხოლო 2023 წლის ივნისში ნომრების რაოდენობამ 66-ს მიაღწია. ბოლოს სასტუმროს განახლებითი სამუშაოები (რენოვაცია) 2018 წლის დაბალი სეზონის დროს ჩატარდა და სრულიად განახლდა ძველი შენობის 2 სართული (11 ნომერი). ამჟამად სასტუმრო კვლავ გაფართოების პროცესშია და 2024 წლის ბოლოსთვის სტუმრებს შესთავაზებს რესტორანს ძველი თბილისის პანორამული ხედით და მცირე ზომის შეხვედრების ოთახს.

შეთავაზებები

ნომრების რაოდენობა
66
ადგილების რაოდენობა
137
თბილისი
მეფსალმუნე დავით მეფის ქუჩა 10