Skip to content
Logo

ამისულაშვილის ღვინის მარანი

ღვინის მარანი, ღვინის მაღაზია, ღვინის საწარმო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
გეპატიჟებით ჩვენს ოჯახურ მარანში, სადაც დაგხვდებათ ნამდვილი ქართული სტუმართმასპინძლობა, თბილი გარემო და ავთენტური გამოცდილება. ჩვენი მარანი აშენდა მე-18 საუკუნის ბოლოს და დღეს ჩვენ — მე და ჩემმა მეუღლემ — სიყვარულით აღვადგინეთ, რათა გაგვეგრძელებინა წინაპრების ტრადიცია და ახალი სიცოცხლე შეგვეძინა ამ ისტორიული სივრცისთვის. ჩვენ გთავაზობთ ღვინის დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სადილსა და ოჯახურ ატმოსფეროს, რომელიც სტუმრებს განსაკუთრებულ ემოციებს უტოვებს. მარანი მდებარეობს დიდ და ლამაზ სივრცეში, სადაც ერთიანდება ვენახი, ხეხილის ბაღი და ეზო — ყველაფერი ერთ ადგილას. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრივილეგია — სტუმარს შეუძლია სრულად შეიგრძნოს ქართული სოფლის სილამაზე და მეღვინეობის კულტურა ერთ სივრცეში. რთველის სეზონი იწყება სექტემბერში და გრძელდება მაქსიმუმ ოქტომბრის 10 რიცხვამდე. ამ პერიოდში სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რთველში, დაკრიფონ ყურძენი და ტრადიციულ საწნახელში ფეხით დაწურონ ტკბილი, ქართული მუსიკისა და ცეკვის თანხლებით — ნამდვილი ქართული დღესასწაულის ატმოსფეროში. ასევე, სტუმრებს ვთავაზობთ ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასს — „თათარაობას“, სადაც შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ ტრადიციული ქართული ჩურჩხელა და უფრო ახლოს გაეცნოთ ქართულ კულინარიულ კულტურას. ჩვენთან გელოდებათ ნამდვილი ოჯახური გარემო, უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო, რომელიც სიყვარულით იქმნება.

შეთავაზებები

Option — Pet friendly
Pet friendly
Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
კახეთი
კოლაგი,გივი ბერიკაშვილის ქუჩა 22