Skip to content
Logo

ბეროზას ღვინო

ღვინის მარანი, ღვინის მაღაზია, ღვინის საწარმო

სამუშაო დღეები

ობიექტის შესახებ

მარანი “ბეროზას ღვინო” - ორ საუკუნოვანი ისტორია და უცვლელი ხარისხი მარანი “ბეროზას ღვინო”კახეთის უძველეს სოფელ ველისციხეში მდებარეობს, რომლის ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. მასში არსებული ქვევრები 30 ტონა ღვინოს იტევს და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. მარანი ვიზიტორებს 2010 წლიდან მასპინძლობს, სადაც მათ ხვდებათ ოჯახური, თბილი გარემო, ქართული (კახური) ტრადიციული სამზარეულო, ცხრა სახის საუკეთესო ღვინო და მათ აქვთ შესაძლებლობა ჩურჩხლის ამოვლების, ხაჭაპურის ცხობისა და ხინკლის მოხვევის მასტერკლასს დაეწსრნონ. სტუმრები ეცნობიან, როგორც ველისციხის, ასევე ოჯახის (ავალიშვილ-ბეროზაშვილების)ისტორიას და მოთხოვნის შემთხვევაში ხალხური ცეკვის და მუსიკის ანსამბლის ხილვისა და გიტარებზე ქალაქურ, სუფრული სიმღერების მოსმენის საშუალებაც ეძლევათ. შესაბამისად „ბეროზას ღვინო“-ში მისული სტუმრისთვის ყველა პირობაა იმისათვის, რომ ისიამოვნოს, გაერთოს და სასიამონო მოგონებები შეიქმნას. „ღვინის წარმოების კულტურა ჩვენს ოჯახში მაღალ დონეზე იყო და ამიტომაც ყველა შემდეგი თაობა ტრადიციას აგრძელებს. ახლაც ასეა, ყოველ შემოდგომაზე იწურება რამდენიმე ჯიშის ყურძენი და მზადდება საუკეთესო ხარისხის, როგორც თეთრი ასევე წითელი ღვინო, მეღვინე ზურაბ ბეროზაშვილის მიერ: მწვანე, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, საფერავი. 2009 წელს ჩატარდა პირველი ოჯახური ტიპის ღვინის ფესტივალი, სადაც რქაწითელმა თეთრმა მშრალმა ღვინომ აიღო უმაღლესი შეფასება. 2008 წელს საქართველოს სტუმრობდა ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც საპრეზიდენტო ტრიბუნიდან საქართველოს სადღეგრძელოს შესასმელად შეარჩია რქაწითელი თეთრი მშრალი “ბეროზას ღვინო.” ამ ფაქტის შემდეგ ჩვენს წარმოებულ ღვინოს “ბაიდენურსაც” უწოდებენ. 2015 წელს ბულგარეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე წითელმა ნახევრად ტკბილმა საფერავმა “ბეროზას ღვინომ” აიღო უმაღლესი ხარისხის დიპლომი. 2017 წელს ასოციაცია “ქართულმა ღვინომ” ჩაატარა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო ფესტივალი,სადაც “ბეროზას ღვინოს” ქვევრის საფერავმა აიღო ოქროს მედალი. 2018 წელს თელავში კულტურის პალატამ ჩაატარა პირველი ჭაჭის ფესტივალი სადაც “ბეროზას ღვინის” ჭაჭამ და ბრენდმა აიღო ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. 2019 წლის მაისში პირველად საქართველოში დაიწყო პროდუქტის ხარისხის ნიშნის მინიჭება, ერთ-ერთ ყველაზე პირველს ქართულ მეღვინეობაში ”ბეროზას ღვინო” რქაწითელს-ქვევრის თეთრი მშრალი , მწვანე-კლასიკურს თეთრი მშრალი , ხიხვი-ქვევრის თეთრი მშრალი და საფერავს-ქვევრის წითელი მშრალი ღვინოს მიენიჭა ხარისხის ნიშანი”ქართული ხარისხი”,ხოლო საფერავს-წითელი ტკბილი შემაგრებულს და ხიხვს- თეთრი ტკბილი შემაგრებულს მიენიჭა ხარისხის ნიშანი “ტრადიციული პროდუქტი”. 2019 წელს ჩატარებულ ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე, “ბეროზას ღვინო” რქაწითელმა, ხიხვმა და საფერავმა მიიღო ბრინჯაოს მედლები. 2020 წლის თებერვალში ბერლინში გაიმართა მსოფლიო ღვინის გამოფენა,ფესტივალი. სადაც “ბეროზას ღვინო”მ დიდი მოწონება დაიმსახურა და შევიდა კატალოგში, როგორც საუკეთესო ღვინო 2020 წელს “ბეროზას ღვინო” გაიგზავნა აშშ-ში, კერძოდ პენსილვანიასა და მინესოტაში, სადაც ჩატარდა პრეზენტაცია და დეგუსტაცია.რომლის შედეგადაც “ბეროზას ღვინო” დასახელდა საუკეთესოდ. 2021წელს ღვინო გაიგზავნა იტალიაში, კერძოდ მილანში, სადაც ჩატარდა დეგუსტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სომელიები, რესტორატორები და ბაიერები. ღვინომ კვლავ უმაღლესი შეფასება მიიღო. მარანი „ბეროზას ღვინო“ აგრძელებს ტრადიციას და ინარჩუნებს ისტორიას, რომელსაც ადასტურებს წლების განმავლობაში დაგროვებული უამaრი პრიზი და გამარჯება. ისიამოვნე, გაეცანი ქართულ ტრადიციებს და ეზიარე ისტორიას!

შეთავაზებები

Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
კახეთი
ველისციხე,28-ე IV- ჩიხი, N 9