Skip to content
Logo

ზანდურის სახლი

ოჯახური მასპინძლობა

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
“ზანდურის სახლის” მასპინძელმა, მანონი ახვლედიანმა გასტრო-ტურისტული საქმიანობა 2020 წელს შვილთან და რძალთან ერთად დაიწყო ლეჩხუმის გულში, სოფელ ღვირიშში. მათი მიზანი ლეჩხუმში ზანდურის ხორბლის აღდგენაა. სურთ, სტუმრებს ადგილობრივი, უნიკალური პური შესთავაზონ და ამით მთელი რეგიონის განვითარებას შეუწყონ ხელი. “ზანდურის სახლის” ისტორია საოჯახო სასტუმროდან იწყება, თუმცა ნამდვილი სტუმართმასპინძლობის ერთ-ერთ ინგრედიენტი გემრიელ კერძებსაც გულისხმობს. ამ იდეამ მათ ბიძგი მისცა, შეექმნათ უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება, თუმცა აქ სტუმრები არა მხოლოდ გემრიელ კერძებს აგემოვნებენ, არამედ ნამდვილ ლეჩხუმურ სტუმართმოყვარეობასაც ეზიარებიან, რაც მათ გამოცდილებას განუმეორებელს ხდის. შეაღე „ზანდურის სახლის“ კარი, სადაც დაგხვდება - ადგილობრივი კერძები უნიკალური გემოთი, სახლში დამზადებული სასმელები და უხვი, გულთბილი მასპინძლობა.

შეთავაზებები

Option — ჯავშნით
ჯავშნით

სამზარეულო

ქართული
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ღვირიში,ღვირიში