ობიექტის შესახებ
დაბა აბასთუმანში გიმასპინძლებთ ქართულ-ევროპული რესტორანი იფანი - IFANI უნიკალური გასტრონომიული გამოცდილებით, რომელიც აერთიანებს ორი კულტურის საუკეთესო ელემენტებს.
თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას: წიწილს თეთრი სოუსით, რომელსაც პიკანტურ გემოს ყვითელი ყვავილი ჰმატებს თუ ორაგულის სალათს?
იქნებ გირჩევნიათ საღამოს ტერასაზე ქართული ნუგბარისა და წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინის თანხლებით ძვირფას ადამიანებთან საუბარი? :)))
ჩვენს შიდა სივრცეში შესაძლებელია - 80 სტუმრის განთავსება, ხოლო ტერასაზე - 40 სტუმრის.
ბილიარდის ოთახში კი დაგხვდებათ ამერიკული და რუსული ბილიარდის მაგიდები.