Skip to content
Logo

კობიძეების მარანი

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
დავით და ტარიელ კობიძეების საოჯახო მარანი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ ერკეთში, ულამაზესი მდინარე სუფსის ხეობაში. გურია უძველესი დროიდან გამოირჩეოდა ვაზის მრავალფეროვანი ჯიშებითა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე მაღალი ხარისხის ღვინოებით. 80–100 წლის წინ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გურიაში 60-მდე ადგილობრივი ვაზის ჯიში იყო გავრცელებული, ძირითადად მაღლარ ვენახებში. დღეს ამ ჯიშებიდან მხოლოდ 45-მდეა მოძიებული და აღდგენილი. ჩვენ მოვიძიეთ ძველი, მივიწყებული და მიტოვებული ვაზის ჯიშები, გავაშენეთ ახალი ვენახები და შევქმენით საკოლექციო ვენახი, სადაც გურიის 20-მდე უძველესი და საუკეთესო ადგილობრივი ჯიშია წარმოდგენილი. ჩვენი ვენახები და მარანი ზღვის დონიდან 180 მეტრზე მდებარეობს. ნიადაგი თიხნარი და ქვიშნარია, რაც ვაზის განვითარებისა და ღვინის ხარისხისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. ვენახები სხვადასხვა პერიოდშია გაშენებული: 25 წლის ვენახი მე გავაშენე, 50 წლის ვენახი მამაჩემის მიერ არის გაშენებული, ხოლო რამდენიმე ვაზი, რომელიც დღესაც ნაყოფს იძლევა, დაახლოებით 150 წლის წინ ჩვენს წინაპრებს დაურგავთ. ვენახების 70% ჩხავერის ჯიშს უკავია, ხოლო დანარჩენი 30% წარმოდგენილია გურიის სხვადასხვა უნიკალური ჯიშებით, მათ შორის: ალადასტური, ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა, კამური, მტევანდიდი, ატინაური, ბადაგი, მტრედისფეხა, სამარხი, კლარჯული და სხვა. ვაზისა და ღვინის სიყვარული, ტრადიციების პატივისცემა, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა გახდა ჩვენი საოჯახო მეღვინეობის საფუძველი. წინაპრებისგან მიღებული ცოდნა და ქართული ტრადიციული ღვინის დაყენების მეთოდი თაობიდან თაობას გადაეცემა და ეს ტრადიცია ჩვენს ოჯახშიც გრძელდება. სწორედ ამიტომ, იმ ღვინოს, რომელიც 150 წლის წინ ჩვენი წინაპრების მიერ დარგული ვაზიდან მზადდება, „წინაპრების ღვინოს“ ვუწოდებთ. ეს გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა ტრადიციებისადმი ერთგულებამ, ვაზისა და ღვინის სიყვარულმა და მიზანმიმართულმა შრომამ სასურველი შედეგი მოგვიტანა. დღეს ჩვენი მარანი უკვე 7 სახეობის ღვინოს აწარმოებს: ჩხავერი ფეთქი – თეთრი, მშრალი ჩხავერი – წითელი, მშრალი ჯანი–სხილათუბანი – წითელი, მშრალი ალადასტური – წითელი, მშრალი საკმიელა–კამური – ქარვისფერი, მშრალი ცოლიკაური – ქარვისფერი, მშრალი ჩხავერი ვარდისფერი („წინაპრების ღვინო“)

შეთავაზებები

Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — განთავსების ობიექტი
განთავსების ობიექტი
Option — Pet friendly
Pet friendly
გურია
ერკეთი,ქვემოერკეთი